Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე:

მოთხოვნები:

** "1C"-ის ცოდნა; (შესაძლოა ადგილზე შესწავლაც)
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი;

მოვალეობები:

** საწყობში არსებული ნაშთის, ყოველდღიური დათვლა;
** სასაწყობო შეკვეთების აღრიცხვა;
** სასაწყობე 1C-ის პროგრამაში და შემოსავლების სამსახურის RS-ის პროგრამაში მუშაობა;
** მიაწოდოს გამოწერილი შეკვეთების საწყობში დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეპორტის (ანგარიშის) სახით საწყობის გამგესა და დისტრიბუციის განყოფილებას;
** უკან დაბრუნებისა და ტრანსპორტირების საბუთებთან მუშაობა, მათი დროული პროგრამაში ასახვა;
** აკონტროლოს დაბრუნებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგ: სასაქონლო ზედნადებების (მათ შორის საქონლის უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები);
** გაატაროს 1C პროგრამაში უკან დაბრუნებული საქონლის ზედნადებები (გაუქმებული ზედნადებები) არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა;
** შეასრულოს კომპანიის დირექტორის ან/და მისი უშუალო მენეჯერის სხვადასხვა მითითებები და დავალებები ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

** მისამართი: თბილისი, ავჭალა, ანდრონიკაშვილის ქ. N151
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 09:00-17:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ რეგიონი და ვაკანსიის სახელწოდება.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

** დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

1. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
2. მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
3. მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
4. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
5. წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
6. მონაცემთა გადატანის უფლება;
7. ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
8. თანხმობის გამოხმობის უფლება;
9. გასაჩივრების უფლება;

** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.