2025 წლის მარტში, ნინოშვილის ქუჩაზე, ახალი სასტუმრო და რესტორანი "Bellhop" იხსნება.
პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "ვილბურ ჰოლდინგი", ახორციელებს.
"ვილბურ ჰოლდინგის" გუნდის მიერ განხორციელებული სხვა პროექტებია, საქართველოში ისეთი ბრენდების შემოყვანა როგორიც არის IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), MessyWeekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES concept store და სხვა.
სასტუმროსა და რესტორნის გუნდი ამჟამად ყალიბდება და ვეძებეთ ახალ წევრს მიქსოლოგის პოზიციაზე.
გუნდის ახალ წევრს ვპირდებით, სარესტორნო ბიზნესში, საუკეთესო გამოცდილების მქონე კადრებისგან დასავლური სტანდარტების სწავლებას, საუკეთესო სამუშაო გარემოსა და კომპანიის შიგნით განვითარების პერსპექტივას.
რა იქნება შენი მოვალეობა:
** შეკვეთების მიღება, სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
** სასმელების ინგრედიენტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
** სტუმრებისთვის ყოველდღიური შეთავაზებების გაცნობა;
** გადახდების შემოწმება;
** ბარში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ბარის დახურვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის გაზიარება;
აუცილებელია პირობაა ინგლისური ენის ცოდნა, ხოლო დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
** განათლება F&B მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
რა უნარები დაგჭირდება:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 69
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@wilbour.com
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.