სპორტული კომპლექსი "Gymnasia" ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და შრომისმოყვარე ადამიანებს ივენთების დეკორატორის პოზიციაზე სამუშაოდ.
შემოუერთდით ჩვენს თანამედროვე და მეგობრულ გუნდს!
ივენთების დეკორატორის როლი მოიცავს მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისი ვიზუალური გარემოს შექმნას, რაც დადებითად აისახება ღონისძიების საერთო შთაბეჭდილებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ღონისძიების თემიდან და მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე დეკორაციის კონცეფციის შექმნა
** სივრცის დაგეგმვა და დეკორატიული ელემენტების შერჩევა
** დეკორატიული ელემენტების მონტაჟი: ღონისძიების ადგილზე დიზაინის კონცეფციის განხორციელება და დეკორატიული ელემენტების მონტაჟი
** ბიუჯეტის მართვა: მომხმარებლის ბიუჯეტის გათვალისწინებით მასალებისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევა და ხარჯების ეფექტურად განაწილება
** გრაფიკის და დროის მართვა: ღონისძიების გრაფიკზე დაყრდნობით დეკორაციის დროულად მომზადება და მიტანა
საჭირო უნარები:
** კრეატიულობა და ესთეტიკური აღქმა
** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები
** დროის მართვა და ყურადღება დეტალებზე
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** პროექტების მართვის უნარი
** ფიზიკური დატვირთვის მიმართ გამძლეობა (დეკორაციის მონტაჟისას)
სასურველი გამოცდილება:
დიზაინთან ან ღონისძიებათა მართვასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება, ასევე გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური ხელოვნების ცოდნა იქნება დამატებითი უპირატესობა.
სამუშაო ადგილი:
ქ.თბილისი, საბურთალო, ამაშუკელის ქ. #14ა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gymnasia.com ხოლო Subject-ის ველში მიუთითეთ "ივენთების დეკორატორი"
აღნიშნულ ვაკანსიაზე გამოხმაურებით ადასტურებთ, რომ აცხადებთ თანხმობას მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპორტულმა კომპლექსმა "Gymnasia"-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.