Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი ბათუმი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში "ტოიოტა ცენტრ ბათუმში" მოლარე-ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადების გამოწერა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
** სასურველია მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office- პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** საბუღალტრო სფეროსადმი ინტერესი.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

ტოიოტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თანამშრომლობას განვიხილავთ როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1645


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.