Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ვიდეოგრაფი
მომწოდებელი: ციფრული მარკეტინგის სააგენტო სთეფი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ციფრული მარკეტინგის სააგენტო "სთეფი"-ს გუნდს ვიდეოგრაფის პოზიციაზე, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

მოვალეობები:

** ვიდეოების გადაღება/მონტაჟი პარტნიორი კომპანიებისთვის
** არსებული გრაფიკების ინტეგრაცია ვიდეოში
** კონტენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება
** დავალების განსაზღვრულ ვადაში შესრულება

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში
** კრეატიულობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება

პირობები:

** სრული განაკვეთი - 10:00-დან 19:00-მდე
** არ არის დისტანციური
** ანაზღაურება განისაზღვრება 800 ლარიდან გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარების მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე info@stepads.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.