Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: თვითმცლელის მძღოლი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
თანდართული ფაილი: 12887_2025___Application_Form_GE_7323492.zip
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას თვითმცლელის მძღოლის პოზიციაზე მარნეულის რაიონ, სოფელ ხანჯიგაზლოში მდებარე ბეტონის მწარმოებელ ქარხანაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: მარნეულის რაიონი, სოფელი ხანჯიგაზლო
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა, 2 დღე მუშაობა 2 დასვენება 
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** კარიერიდან გადასამუშავებელი ინერტული მასალის ქარხნამდე ტრანსპორტირება, დასაწყობება და ბუნკერში ჩაყრა
** თვითმცლელის დატვირთვის პროცესის კონტროლი და დატვირთული წონის დაშვებული ნორმების დაცვა
** ჩაბარებული თვითმცლელის მოვლა
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
** კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე
** მართვის მოწმობა - B, C კატეგორია.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი
** მოწესრიგებულობა

არსებული ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით
** სასაუბრო ლიმიტი ტელეფონზე
** კორპორატიული ნომრით სარგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - HB თვითმცლელის მძღოლი (მარნეული).

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.