Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: იურისტის თანაშემწე
მომწოდებელი: თბილისის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" დიდ დიღომში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს 2018 წლიდან. სკოლის სასწავლო პროგრამები გამდიდრებულია უახლესი ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტებითა და სწავლების მეთოდებით.
ჩვენთან დაგხვდებათ მოსწავლისა და მასწავლებელის განვითარებაზე ორიენტირებული კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო, თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით.

შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, სოფელი ზურგოვანი.თავისუფლების ქუჩა #10.საკონტაქტო ნომერი: + (995) 591933585
სამუშაო განაკვეთი: 10:00 დან 17:00 საათამდე
დასვენება: შაბათ-კვირა და უქმე დღეები
ანაზღაურება: ანაზღაურებადი, კვალიფიკაციის შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადა:2 თვე

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სამართლის ბაკალავრის ხარისხი (სასურველია სამართლის მაგისტრი)
** პროფესიული განვითარების ტრენინგები
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

იურისტის თანაშემწე სკოლის იურისტთნ შეთანხმებით:

** ამზადებს საგანმანათლებლო სფეროში შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმოწერისათვის საჭირო დოკუმენტებს.
** ახდენს სასკოლო საზოგადოების დროულ ინფორმირებას განათლების საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და განკარგულებების შესახებ.
** მონაწილეობს სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ბრძანებების, ხელშეკრულებების, ოქმების პროექტების შექმნაში და ცვლილებების შეტანაში.
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სკოლის დირექტორის და იურისტის სხვა დავალებებს, რომელიც აუცილებელია სკოლის უწყვეტად და შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის.

პიროვნული უნარები:

** კოლეგიალობა და გუნდურობა
** დამაჯერებლობა
** მოლაპარაკების უნარი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე info@tis.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "თბილისის საერთაშორისო სკოლა" გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.