შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: კედიას ქ.N10;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება.
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო პროგრამაში მუშაობა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა;
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი;
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები:
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 27 თებერვლის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-ოპერატორის".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!