ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ სტომატოლოგიურ კლინიკას "ტოტალ შარმ დენტს" ესაჭიროება სტერილიზაციის სპეციალისტი.
გრაფიკი: ცვლებში სამუშაო (კვირაში 2 დღე დასვენება), 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
სადილი კომპანიის ხარჯზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტომატოლოგიური მასალების რეცხვა, დეზინფექცია, სტერილიზაცია (რეცხავს სპეციალური სტომატოლოგიური იარაღების გასარეცხი აპარატი);
** იარაღების დახარისხება მიმართულებების მიხედვით და შესაბამის კონტეინერში განაწილება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სამედიცინო განათლების დიპლომი საექთნო მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დისციპლინირებულობა.
** დავალებების თუ მითითებების მიმღებლობა და მათი შესრულება
** სუბორდინაცია
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: m.chachava@tcc.ge