"აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და არსებული პროექტების ზედმიწევნით შესწავლა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირება, მათი საჭიროებების შეფასება და შესაბამისი შეთავაზების გაკეთება;
** მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა, პრეზენტაციის ორგანიზება;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ვიზიტი სამშენებლო ობიექტზე, უცხოელ მომხმარებლისთვის ობიექტზე გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალის გაგზავნა;
** გაყიდვების გასაუმჯობესებლად წინადადებების შემუშავება და ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** საჭიროების შემთხვევაში არქიტექტორ-დიზაინერთან ერთად შიდა დაგეგმარების ცვლილებები, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და აღრიცხვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უძრავი ქონების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. #4
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ, თვეში ორი შაბათი ან კვირა 11:00-14:30 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@apartgroup.com და მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 6 მარტი
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.
მადლობა დაინტერესებისათვის!