Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** ბუღალტერიის სამსახურის ყოველდღიური ოპერაციებისა და აქტივობების ზედამხედველობა, მათი სიზუსტისა და შესაბამისი დოკუმენტირების უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების სიზუსტითა და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბუღალტერიის სამსახურის საქმიანობაში რისკების, შესაძლებლობების, შეუსაბამობებისა და გაუმჯობესებების სფეროები გამოვლენა და შესაბამისი საკითხების ინიცირება;
** ბუღალტრული ბაზის ყოველთვიური და ყოველწლიური დახურვის უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილ ვადებში;
** საკანონმდებლო და საგადასახადო რეგულაციების შესაბამისად პროცესების გამართვა, რეგულარული ანგარიშგებების/დეკლარაციების დროულად და ხარისხიანად მომზადების უზრუნველყოფა;
** აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობა ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესში კომპანიაში დადგენილი ვადებით და პერიოდულობით;
** საჭიროებების შესაბამისად სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;
** შერჩევითი და ყოველწლიური ინვენტარიზაციის მაღალი ხარისხით ჩატარების ორგანიზება, განხორციელება და შედეგების გამოყვანა, ბუღალტრული ასახვა, ანალიზი;
** ბუღალტრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შენახვა, დაარქივება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ERP-ის დანერგვისა და გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** რთველის აღრიცხვიანობის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ოპერაციების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** ბუღალტერიის თანამშრომლების მართვა (4 თანამშრომელი), მათი მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში, შეფასება დადგენილი KPI-ების მიხედვით, მათ განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაზიარებული სხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრაციის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით

სამუშაო გამოცდილება:

** მთავარ ბუღალტრად ან/და მთავარი ბუღალტრის მოადგილედ მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
** წარმოების ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ERP ან მსგავს სისტემებთან მუშაობის, ან/და დანერგვის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება

პროფესიული კვალიფიკაციები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია)
** Microsoft Office - მაღალ დონეზე ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ACCA

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, მელიქიშვილის 8ა (ბიზნესცენტრი "მელიქიშვილი). საჭიროებისამებრ - სარაჯიშვილის #2 ("თბილღვინოს" წარმოება)
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება და სხვა სარგებელი: კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება, ყოველწლიურ შესრულების მართვის სისტემაზე დაფუძნებული საპრემიო სქემა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრენინგებისა და განვითარების სხვა შესაძლებლობების დაფინანსება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მთავარი ბუღალტერი.

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".

სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.