შპს. "გლორია" მართავს ორ სასტუმროს - "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.
შპს "გლორია" აცხადებს ვაკანსიას შეფ-კონდიტერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი (კვირაში 5 დღე)
ხელფასი: 1800 ლარი (NET)
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს,
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
** კვებითა უზრუნველყოფას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთის გაცნობა და არსებული ასორტიმენტის მიხედვით საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობა/მომზადება;
** მონიტორინგს უწევს საკონდიტრო საცხობის დეპარტამენტის ფუნქციონირების, დალაგების და წარმოების ეფექტიანობას;
** გამოსაყენებელი საკვები პროდუქტის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება (ხარისხი და საკვები პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი);
** ობიექტისთვის დამტკიცებული ინდივიდუალური სამუშაო განრიგების მიხედვით პერსონალის კოორდინირება;
** ყველა განრიგის, წესის და პროცედურის დაცვა, (მაგ. სისუფთავის, HASP-ის სტანდარტები, და ა. შ.)
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 6 მარტი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@tiflispalace.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " შეფ-კონდიტერი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
შ.პ.ს. "გლორია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!