სამშენებლო კომპანია მეტტა/Metta 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.metta.ge
მეტტა/Metta ეძებს გუნდის ახალ წევრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ. 55
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ
ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.
ოფისის მენეჯერის ძირითადი როლი განისაზღვრება "მეტტა"-ს გუნდისათვის საოფისე და ადმინისტრაციული პროცესების სრული მხარდაჭერითა და მართვით, რაც ეხმარება ორგანიზაციას ბიზნეს პროცესების შეუფერხებელ და ეფექტურ მართვაში.
ოფისის მენეჯერის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, შენახვა და ადრესატთან გაგზავნა/მიწოდება;
** ოფისში მოსული ვიზიტორების მიღება, ვიზიტის საჭიროების დადგენა და სწორედ გადამისამართება;
** საოფისე ინვენტარის მიღება-ჩაბარება და შესაბამის პირებთან ანგარიშსწორება;
** შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** ოფისში შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება, სტუმრების მიღება;
** ორგანიზაციის შიდა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაზიარებული დამატებითი ამოცანების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) პროფესიულ დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენის სამუშაო დონეზე ფლობა.
უნარები და შესაძლებლობები:
** აქტიური;
** ეფექტურად კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითობა და კრეატიულობა;
** დროის რაციონალურად მართვის უნარი;
** სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი.
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ლოიალური ვიზიტორების და თანამშრომლების მიმართ
განაცხადის გასაკეთებლად და რეზუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: https://wkf.ms/4huYfXm
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.