Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქსელური ობიექტების გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში - ქსელური ობიექტების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: მაღალი

ფუნქცია მოვალეობები:

** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში (გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)

დამატებითი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ყოლა, (კომპანია ანაზღაურებს საწვავის/ცვეთის ხარჯებს);
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
ან დაგვიკავშირდით: 595 39 99 93


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.