Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის ოპერატორი
მომწოდებელი: BM Capital
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.

მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს მძღოლების ჩარიცხვების ინოვაციური სისტემა PayPro.ge, აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კლიენტებთან ურთიერთობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ფიქსირებული + ბონუსები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში ახალი მძღოლების მოსაზიდად შემომავალი და გამავალი ზარების წარმოება;
** მათთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია;
** მათი სრულყოფილად ჩართვა სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** მძღოლების მიერ მოთხოვნილი ტრანზაქციების დადასტურება;
** მარკეტინგის გუნდთან ვიდეო-რილებში მონაწილეობა.

აუცილებელი უნარები:

** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** გამართულად მეტყველება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

შემოუერთდი "BM Capital"-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: murad@bmcapital.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კლიენტებთან ურთიერთობის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.