Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://www.gsn.ge

"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) თბილისში აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციის დანიშნულება: მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათი დახმარება (შემომავალი ზარი)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ანაზღაურება ხელზე ასაღები 900 ლარი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. გამოსაცდელი ვადის შემდგომ 1200 ლარი. (ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა)

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი ზარების მართვა
** კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარტების შესაბამისად მომხმარებელთან კომუნიკაცია
** საჭიროების შემთხვევაში ონლაინ არხების მართვა
** სასურველი/საჭირო ინფორმაციის სრულყოფილი და ოპერატიული მიწოდება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი IV კურსის სტუდენტი)
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში
** სასურველია სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office
** უცხო ენა: რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 28 თებერვლამდე მისამართზე: vacancy@gsn.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.