Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ელ-კომერციის მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ელ-კომერციის მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავერსი ფარმას ელექტრონული კომერციის მომხმარებლების შეტყობინებებზე პასუხის გაცემა ონლაინ ჩათის და ტელეფონის მეშვეობით;
** ავერსი ფარმას ელექტრონული კომერციის მომხმარებლების შეტყობინებებზე რეაგირება და დახმარება ონლაინ ჩათის და ტელეფონის მეშვეობით;
** ურთიერთობა გუნდის წევრებთან, ქოლცენტრთან, საინფორმაციო და სხვა სამსახურებთან;
** საჭიროების შემთხვევაში, ტელეფონის და ონლაინ ჩათის მეშვეობით შეკვეთების მიღება და გაფორმება ინსტრუქციის შესაბამისად;
** ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება და ა.შ

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ელექტრონული კომერციის სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის გამართული ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერთან და ინტერნეტთან მუშაობის ზოგადი უნარები
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარები; პრობლემური შემთხვევების მართვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28.02.2025 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.