Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ჰოსპიტალური შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კორდექსი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ფარმაცევტული კომპანია "Cordex - კორდექსი" აცხადებს ვაკანსიას ჰოსპიტალური შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები კლინიკებში, აფთიაქებში, გაყიდვების სტიმულირება,
** კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი.
** ყოველდღიური ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება- რეპორტინგი
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება დამუშავება დანერგვა .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი, ან/და ფარმაცევტი)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** ჰოსპიტალურ შესყიდვებში, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

პირობები:

** მდებარეობა: თბილისი და რეგიონები
** სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30 დან 18:00 მდე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
** გამოსაცდელი პერიოდი: 3-6 თვე საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიული სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
** სოციალურ პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Cordexgroup@gmail.com

მეილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიცია (ჰოსპიტალური შესყიდვის მენეჯერი) და რეგიონი მაგალითად თბილისი, აჭარა, იმერეთი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.