Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი - სტაჟიორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის (სტაჟიორი) პოზიციაზე, თბილისში.

მე მაია გორგოშაძე ვმუშაობ გორგიაში 2012 წლიდან. ამჟამად სასახურავე კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე, ვაცხადებ ვაკანსიას, შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის (სტაჟიორის) პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი: 1C პროგრამას, შესყიდვების და გაყიდვების პროცესებს სტანდარტების მიხედვით, შესყიდვების სწორად დაგეგმვას, ორგანიზებას და კონტროლს, სასახურავე კატეგორიის ასორტიმენტის შესწავლას, მათ უპირატესობებს და ყველა იმ პროცესებს რაც საჭიროა თვითგანვითარებისთვის.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და
კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება; საწყობებში და მარკეტებში არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის დეფიციტური და ჭარბი ნაშთების განსაზღვრა და შესყიდვების მენეჯერთან ანგარიშის დაფიქსირება;
** მინიმალური მაქსიმალური ნაშთების პერიოდული განახლება და პროგრამულად გაწერა;
** მომწოდებელთან შეკვეთის, მოწოდების, კომპანიის საწყობში ან მომხმარებელთან მიწოდების, პროდუქციის უკან დაბრუნების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და პროგრამულად გაწერის განხორციელების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული და დანერგილი სტანდარტის დაცვის შესაბამისად;
** სხვადასხვა სამსახურების მიერ დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ შესყიდვების მენეჯერის ინფორმირება, მენეჯერთან შეთანხმებით ხარვეზებზე უკუკავშირი; ინფორმირება, მენეჯერთან შეთანხმებით ხარვეზებზე უკუკავშირი;
** შესყიდვების მენეჯერის მიერ დაგემილი ძნელადრეალიზებადი პროდუქციის ქმედებების მონიტორინგი-რეპორტინგი
** გუნდში ჯანსაღი ურთიერთობებისა და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** დღის სამუშაო გეგმის მიხედვით, ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტის მომზადება ხელმძღვანელისთვის.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი: ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული და თურქული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ტექნიკური უნარები;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებისა უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: recruit@gorgia.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"

საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე,

მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge)

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

წარმატებებს გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.