Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სპექტრუმი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია SPECTRUM/სპექტრუმი წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გუნდის საქმიანობის მხარდაჭერაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა;
** დღის განრიგის და შეხვედრების ორგანიზება;
** ვიზიტორების დახვედრა, გამასპინძლება;
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, თანამშრომლების მუშაობის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
** საქმიანი წერილების შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** პრეზენტაციების დაგეგმვა, მომზადება;
** ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება;
** შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის/დავალებების კონსოლიდირება და შესრულების დედლაინების კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისურ ენაზე, გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** Adobe InDesign-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტური მართვა;
** ორგანიზების კარგი უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პუნქტუალური, შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გუნდური და სოციალურად გახსნილი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ადმინისტრატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

"სპექტრუმის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.