Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: FK Development
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანიის აღწერა:

"FK Development" არის წამყვანი სამშენებლო და საინჟინრო კომპანია ბათუმში, რომელიც ცნობილია ინოვაციური და მდგრადი პროექტებით. ჩვენი მომავალი პროექტის მშენებლობა დაგეგმილია ბათუმის კუნძულის ტერიტორიაზე. ეს მაშტაბური და ინოვაციური პროექტი აერთიანებს მსოფლიო წამყვან ბრენდებს.

როლის აღწერა: ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს სრული განაკვეთით ჩვენს ბათუმის ოფისში.

მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს სრულყოფილად (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების, ბიზნეს ადმინისტრირების ან სასტუმრო მომსახურების სფეროში
** გაყიდვების მართვის, ბიზნეს განვითარებისა და კლიენტებთან ურთიერთობის უნარები
** ძლიერი მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარები
** შესანიშნავი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები
** CRM პროგრამული უზრუნველყოფისა და გაყიდვების ანალიტიკის ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივიანი პიროვნება

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: m.tsetskhladze@fkdevelopment.ge.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.