"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" (http://www.gcci.ge) წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატა განსაკუთრებით აქტიურია საერთაშორისო დონეზე, მას გააჩნია ფართო საერთაშორისო კავშირები და წარმოადგენს პალატების საერთაშორისო ქსელის განუყოფელ ნაწილს. პალატას გაფორმებული აქვს ასზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა ქვეყნის, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ პალატებსა და სხვა სახის ბიზნეს გაერთიანებებთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად პალატა წარმოადგენს ადგილობრივი მეწარმეებისთვის საზღვარგარეთ ბიზნეს პარტნიორის მოძიების ყველაზე ეფექტურ მექანიზმს, აყალიბებს ბიზნეს წრეებს შორის საქმიან ურთიერთობებს და ხელს უწყობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს სტაჟირებას ანაზღაურების გარეშე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტში და ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტებში, ვაკანტური ადგილ (ებ) ის რაოდენობა: 2.
სტაჟირების გავლის მსურველს უნდა ჰქონდეს:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს.
პალატა თავის მხრივ დაეხმარება შეიძინოს გამოცდილება:
** ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ექსპორტ/იმპორტის სტატისტიკის ანალიზში და კვლევების წარმოებაში;
** ძირითადი სავაჭრო-საინვესტიციო საკითხების მომზადება/დამუშავებაში;
** ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობაში;
** ქვეყნის საიმიჯო პრეზენტაციების მომზადებაში ქართულ/ინგლისურ ენებზე;
** პროექტებთან დაკავშირებული ანგარიშების, წინადადებების მომზადებაში.
გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gcci.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ "სტაჟირება" და იმ დეპარტამენტის დასახელება სადაც გსურთ სტაჟირების გავლა.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2025 წლის 04 მარტი.
"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის, ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!