Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ბათუმში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომლექტებული გუნდის ყოველდღიური მართვა და მხარდაჭერა;
** ახალი თანამშრომლების მოძიება და ინტეგრირება გუნდში;
** კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტვიობების ასახვა CRM სისტემაში;
** გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;

ჩვენი მოთხოვნებია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
** სრული უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;
** Microsoft Office-ის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: asokhadze@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების ჯგუფის უფროსი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.