შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას MyHome/Livo-ს Customer Support Specialist-ის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00
შენი როლი "თინეთში":
** მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება პროცედურულად გაწერილი სტანდარტების დაცვით;
** შემომავალ ზარზე პასუხი და გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში;
** ელ.ფოსტასა და სხვა საკომუნიკაციო წყაროებიდან შემომავალ შეტყობინებებზე რეაგირება, პასუხი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური დახმარება;
** პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზება;
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
** გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ფლობ საოფისე პროგრამების;
** ფლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე.
"თინეთში" დაგხვდება:
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:
შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.