NS STUDIO Architecture & Design აცხადებს ვაკანსიას ურბანისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ადგილობრივ თვითმმართველობასა და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
** შესაბამისი კანონმდებლობის ზედმიწევნით დეტალურად ცოდნა გრგ, გდგ დოკუმენტაციის მომზადება;
** ურბანული დაგეგმვა და დიზაინ კონცეფციის შემუშავება;
** მდგრადი განვითარების პრაქტიკები (მზის და სხვა გეოგრაფიული თუ გარემო ფაქტორების მოდელირება, ანალიზი);
** პროექტების მართვა;
** ფიზიკური, სამშენებლო გარემოს ანალიზი დ კვლევები;
** ტრანსპორტის მოძრაობის დაგეგმვა და მობილობის ძირითადი სქემების შემუშავება;
** შესაბამისი კვალიფიკაციის ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** დაინტერესებული, ჩართული მხარეების ინფორმირება, კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ურბანული დაგეგმვის მიმართულებით;
** ურბანული დაგეგმვის, პროექტების მართვის ან მსგავს სფეროებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებთან მისი ხელმძღვანელობით შეთანხმებული მინიმუმ 3 პროექტი, მათ შორის ერთი პროექტის ფარგლებში არანაკლებ 50 000მ2 საპროექტო ფართობით;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემები (GIS);
** 3D მოდელირება და CAD პროგრამები (AutoCAD, Revit, SketchUp);
** Indesign ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობა და რთული სიტუაციებში გონივრული გადაწყვეტილებების მიღება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 სთ; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება და სხვა შეღავათები:
** გამოსაცდელი ვადა 6 თვე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება შეთანხმებით; (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: info@nsstudio.ge და გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.