Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ავტომატიზაციის BMS/KNX ინჟინერი
მომწოდებელი: სმარტერ ელექტრიკი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

კომპანია "სმარტერი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2016 წლიდან. "სმარტერის" ძირითადი მიმართულებაა შენობა ნაგებობების ავტომატიზაცია, ჭკვიანი სახლის სისტემები, ელექტრო მომარაგება და სუსტი დენების მიმართულება.

კომპანია "სმარტერი" აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის (BMS/KNX) ინჟინრის პოზიციაზე:

ძირითადი მოთხოვნები:

** შენობის მართვის სისტემების (BMS) პროექტირება, აღსრულება და პროგრამირება!
** KNX პროტოკოლზე დაფუძნებულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება!
** ავტომატიზაციის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება!
** აღნიშნული მიმართულებით, როგორც დაგეგმვითი ისე აღსრულებითი სამუშაოს წარმოების უნარი!

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდში ინტეგრაციისა და მუშაობის უნარი
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smarter.ge და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "სმარტერ ბიზნეს ჯგუფი"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 2 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.