Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფილიალის მენეჯერი, მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის და მოლარე-კონსულტანტის (სართიჭალა) პოზიციაზე.

შპს " ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 101 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.

სამუშაო ადგილი: სართიჭალა

ანაზღაურება: მენეჯერი 1000 ლარი (net) (კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი, მაღაზიის გეგმის შესრულების შემთხვევაში.
მოლარე-კონსულტანტი - 800 ლარი (net) + ბონუსი, მაღაზიის გეგმის შესრულების შემთხვევაში.

სამუშაო გრაფიკი: მენეჯერი - ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00, შაბათი 09:00-14:00.
მოლარე-კონსულტანტი - კვირაში 40 საათი (წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით)

ძირითადი მოვალეობები:

** სასაქონლო ნაშთებისა და მარაგების მართვა;
** პროდუქციის შეკვეთა მიღება/მითვლა;
** პროდუქციის ჩამოწერა ან/და მომწოდებლისთვის დაბრუნება;
** პროდუქტის ვადის კონტროლის მუდმივი უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს ფილიალის მიერ გეგმების შესრულება და აღნიშნულის კონტროლი.
** განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** სალარო ოპერაციების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.info@expresschain.ge ან დაგვიკავშირდით: 032 2 185 737 (10:00 დან 18:00-მდე)

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ფილიალის მენეჯერი - მოლარე კონსულტანტი სართიჭალა.

შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.