Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მთავარი არქიტექტორი
მომწოდებელი: ამბასადორი ბათუმი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო დრო: 5/2

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვების უზრუნველყოფა;
** 20%-ნი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
** პროფესიული განვითარება;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურაში, მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ღრმა ცოდნა და გამოცდილება - Autocad, ArchiCAD;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** წარმატებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამები: Adobe Photoshop, Adobe Illustrator;
** საოფისე პროგრამები: MS Office;
** უცხო ენა: ინგლისური და/ან რუსული საკომუნიკაციო დონეზე;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული პროექტების კოორდინაცია;
** არქიტექტურული დიზაინის და ტექნიკური გადაწყვეტილებების განხორციელება ყველა ეტაპზე-კონცეფციიდან მომზადებამდე;
** არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების რევიზია და შესაბამისობის დადგენა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** არსებული პროექტების კორექტირება/ცვლილება;
** 41 დადგენილების საბაზისო მოთხოვნების ცოდნა;
** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@eve-capital.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@eve-capital.com

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.