Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიქსი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორაციული და საბითუმო ვაჭრობით.

კომპანია "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
ანაზღაურება: შეთანხმებით (NET)+ბონუსი.

მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** მომხმარებელთან საჭიროების ანალიზი და კორპორატიული შეთავაზების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა და გაფართოება;
** მოლაპარაკებებისა და დოკუმენტაციის გაფორმების პროცესის მართვა;
** მოთხოვნისამებრ, ხელმძღვანელობისთვის (უშუალო ხელმძღვანელი/დირექტორი) ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები)
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@premix.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.