შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს თანამშრომლის (მუშის) პოზიციაზე ქ. თბილისში, მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა https://goo.gl/maps/7nuh6s5gm1cvmWAi7
ჩვენი კომპანია უკვე 20 წელია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში. იგი ცნობილია რძისამეს ბრენდის სახელით და წარმოადგენს ერთ ერთ ქართულ კომპანიას რძის მწარმოეებლთა შორის.
მინიმალური განათლება: საშუალო
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით
დასვენება: კვირა
სქესი: მამრობითი
ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ნედლეულის მიღება და დაფასოება;
** რძის პროდუქტების დამზადება;
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომპანიის ხარჯზე დღეში ერთჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
თუ გაქვთ სურვილი ითანამშრომლოთ ჩვენს კომპანიასთან და გახდეთ სიკეთით სავსე გუნდის წევრი, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 336362, სოციალური ქსელის საშუალებით @rdzisame ან თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge
გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!
გისურვებთ წარმატებებს!
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული რძის პროდუქტების" მიერ (ს/კ:245444764), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: info@rdzisame.ge
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.