სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე, საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 სთ - 18:00 სთ;
ანაზღაურება: 1100 - 1300 ლარი;
ტრანსპორტირება: მ/ს სამგორიდან;
მოვალეობები:
** შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში შეკვეთების მიღება/დამუშავება;
** შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/დამუშავება/კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოპერატორი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ფუდსერვისის" (ს/კ 406254146) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე office@gfs.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."