Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Monde
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

დეველოპერულ-სამშენებლო კომპანია "Monde Group" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (1+ წელი)

ძირითადი მოთხოვნები:

** სოციალური მედიის პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება (Facebook; Instagram; Google ad; Youtube; TikTok)
** გაყიდვების გუნდთან კომუნიკაციის შედეგად კონტენტის განსაზღვრა
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური და ვერბალური კონტენტის შექმნა
** სოციალურ მედია არხებში განთავსებული კონტენტის რეკლამირება სამიზნე აუდიტორიის, სარეკლამო ბიუჯეტისა და მიზნების გათვალისწინებით
** რეკლამების მონიტორინგი
** დიზაინერთან აქტიური კომუნიკაცია და გვერდებისთვის ვიზუალების შექმნაში მონაწილეობის მიღება
** ფოტო და ვიდეო გადაღებების ორგანიზება და დამუშავება
** ლაივ რეჟიმის ორგანიზება და ჩართვა
** ციფრული მასალების არქივის წარმოება
** ყოველთვიური რეპორტინგი

უნარ-ჩვევები:

** კრეატიული აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი გადანაწილების უნარი.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00 საათი

ოფისის მისამართი: თბილისი, საბურთალო ბიძინა კვერნაძის 7/პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლესთან)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით ელფოსტაზე info@monde.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.