Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი - ქვესადგური
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი", (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის (ქვესადგური)პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამუშაო საათების მოქნილობას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის მოქმედი ლიცენზია (სერტიფიკატი);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაღალი ძაბვის სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი პასუხისმგებელია ელექტრული სისტემების მთლიანობის უსაფრთხოდ უზრუნველყოფაზე, მათ შორის მოიაზრება აღჭურვილობისა და სისტემების მოვლა-პატრონობა, შეკეთება, კაპიტალური რემონტი და ტესტირება;
** მაღალი ძაბვის ქვესადგურში სარელეო დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღალი ძაბვის საუკეთესო პრაქტიკისა და უსაფრთხოების ცოდნა;
** საჰაერო და მიწისქვეშა სადისტრიბუციო სისტემების შემოწმება, პრობლემების აღმოფხვრა და შეკეთება;
** საშუალო და მაღალი ძაბვის საჰაერო და მიწისქვეშა ელექტრული სქემების და ტერმინალების შეცვლა და მონტაჟი;
** სხვადასხვა კომპონენტის ოპერირება საშუალო და მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ელექტრო სისტემაზე, მათ შორის იზოლაციის ჩამრთველები, შეფერხებები, კონდენსატორების, ტრანსფორმატორები, ძაბვის რეგულატორები. ტექნიკური მომსახურების, მონტაჟისა და დატვირთვის შესამცირებლად იზოლაციების გაწმენდა;
** პირადი დამცავი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა დამცავი ჯოხის, რესპირატორული დამცავი საშუალებები. უსაფრთხოების ზომების დასაცავად აკრძალვის ნიშნების, ბარიკადების, გამაფრთხილებელი ნიშნების და მოწყობილობების დამონტაჟება;
** ელექტრული აღჭურვილობის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობის დადგენის მიზნით, მათი ინსპექტირება;
** სხვადასხვა ტესტირების, კალიბრაციის და სარემონტო მოწყობილობების, ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის ოპერირება, მათ შორის ვოლტმეტრები, ამპერმეტრები, ომმეტრები, საიზოლაციო წინააღმდეგობის ტესტერები, მაღალი პოტენციალის ტესტირების კომპლექტები, ამომრთველების ტესტერები და ა.შ.;
** მაღალი ძაბვის სამუშაოს განსახორციელებლად დეტალური გეგმების, ნახაზების განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა /კომპენტენცია;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ სხვადასხვა ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის მომზადება/ შენახვა, ყოველდღიური ჟურნალის შევსება;
** მთავარი დენის გადართვა დიზელის გენერატორის ელექტრომომარაგებაზე გადაუდებელი ან დაგეგმილი ელექტრომომარაგების დროს;
** საშუალო და მაღალი ძაბვის მოწყობილობების ყოველდღიური ინსპექტირების ჩატარება ქვესადგურებში, შიდა და გარე გადამრთველებში;
** მოთხოვნილი ელექტრო მოწყობილობების იზოლაციისა და დეიზოლაციის განხორციელება.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ცვლაში (ცვლის დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში არანაკლებ 14 და არაუმეტეს 17 ცვლისა); (მიმდევრობით 4 კალენდარული დღე მუშაობა, შემდგომ 4 კალენდარული დღე დასვენება)
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az

საკონტაქტო ინფორმაცია - ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

საბუთების ჩამონათვალი:

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის ასლები;
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 20.03.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.