Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სამედიცინო კურიერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 20 მარტი

კომპანია "უნიმედი" 2011 წლიდან პოზიციონირებს. კომპანიის საქმიანობაში მთავარი ფასეულობებია ხარისხი, პროფესიონალიზმი და სანდოობა. "უნიმედი" ახორციელებს სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო საგნების რეალიზაციას, ამასთანავე, ამ აპარატურის მონტაჟს, ინსტალაციასა და სერვისს.

კომპანია "უნიმედი" კვალიფიციური პროფესიონალების მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე და უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას როგორ ლოკალურად, ასევე, გლობალურად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ესტუმრეთ ჩვენს FB გვერდს: https://www.facebook.com/profile.php?id=100063645292270

ამრიგად, სადაც "უნიმედია", იქ ხარისხი და პროგრესია! სადაც ხარისხი და პროგრესია, იქ წარმატებაა!

სწორედ ამ ფასეულობების გაზიარებისთვის, კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო კურიერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, შალვა გოგიძის #1

სამუშაოს აღწერა:

** პარტნიორ კლინიკებში ნიმუშების ტრანსპორტირება;
** კლინიკებისათვის სამუშაო მასალის დროული მიწოდება ;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** უცხო ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება, ან სამედიცინო განათლება

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და კარიერულად ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass

თუ თვლით, რომ სამუშაოს შინაარსი და თქვენი კვალიფიკაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან, გამოაგზავნეთ რეზიუმე: cv@unimedi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "უნიმედი" ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "უნიმედის" მხრიდან დამუშავდება კანდიდატის შესაბამისობის დადგენისთვის არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.