Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მშენებლობის მენეჯერი
მომწოდებელი:
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

უკვე 17 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

m² აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** მშენებლობის ყველა ეტაპზე საჭირო ღონისძიებების გაწერა, მათი შესრულებისთვის საჭირო ვადების დადგენა;
** ობიექტის სამშენებლო პროექტის დეტალების შესწავლა, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სტანდარტებისა და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესების გაცნობა;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** ტექნიკური თვალსაზრისით პროექტების რისკების მართვა;
** ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების აზომვა;
** შესასრულებელი პროექტის რევიზიის განხორციელება და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, კოორდინაცია პროექტანტთან და პროექტის სისრულეში მოყვანა (როგორიცაა; კონსტრუქციული, არქიტექტურული და საინჟინრო პროექტი.)
** ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი; ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
** მიკუთვნებული ინვენტარის მოფრთხილება, დაცვა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო მიმართულებით;
** მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვის და ანალიზის უნარი;
** MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარებისა და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 15 მაისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. ჩემი უფლებების განხორციელებისთვის შემიძლია მივმართო შპს "მ2 ჯგუფს" ელ.ფოსტაზე: info@m2.ge

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.