Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: თანამშრომელი
მომწოდებელი: მეტროლოგი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

შპს "მეტროლოგი" აცხადებს კონკურსს თანამშრომლის ვაკანსიაზე.

თანამშრომლის მიმართ მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია ტექნიკური განხრით;
** მუშაობის გამოცდილება - სასურველია გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.

პირადი თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** უკონფლიქტო;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** წესრიგის მოყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ლაბორატორიაში და დამკვეთის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით.
** შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, კომპიუტერის საშუალებით დადგენილი ფორმის დოკუმენტების აწყობა.
** სხვადასხვა ენაზე არსებული ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა.

ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება შესასრულებელი საქმიანობის შესწავლა.

სამუშაო: სრული განაკვეთი, 09:00-18:00, ორშაბათი - პარასკევი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 191. პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.
მართვის მოწმობა - გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა. ასევე, რა ენებს ფლობთ და რა დონეზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com.

გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.