Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საკურიერო დეპარტამენტის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: Onex Georgia
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

კომპანია "ონექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საკურიერო დეპარტამენტის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის მიმდებარედ
გრაფიკი: 10:00-დან 18:00-მდე (არასტანდარტული, მენეჯერთან შეთანხმებით)
ანაზღაურება: 1500 (ათას ხუთასი) ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** დისპეტჩერის დახმარება სატრანსპორტო ოპერაციების კოორდინაციაში
** მძღოლებთან კომუნიკაცია
** მომხმარებელთან კომუნიკაცია (საჭიროების შემთხვევაში)
** გადაზიდვების გრაფიკის მართვა და მონაცემთა შეყვანა ლოჯისტიკურ პროგრამებში
** მარშრუტების ოპერაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** სატრანსპორტო დოკუმენტაციის მართვა და აქტივირება
** ტრანსპორტირების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის გადაცემა დისპეტჩერისთვის

მოთხოვნები:

** გამოცდილება ლოჯისტიკისა ან სატრანსპორტო სფეროში (სასურველია)
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის უნარი
** საბაზისო კომპიუტერული ცოდნა (Excel, Google Sheets ლოჯისტიკური პროგრამები-სასურველია)
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** უცხო ენების ცოდნა, კერძოდ ინგლისურის და რუსულის (სასურველია)

რას გთავაზობთ?

** ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსური სისტემა
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** ჯანმრთელობის დაზღვევა (სურვილისამებრ)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: HR@Onex.ge, ინფორმაციის გრაფაში პოზიციის მითითებით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.