კომპანია "იზი ბითუბი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** მიკროავტობუსის მართვის გამოცდილება;
** ქსელური სავაჭრო ობიექტების მომარაგება.
** პროდუქციის მითვლა-დატვირთვა-დაცლა;
** ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სადისტრიბუციო ავტომობილის (3.5 ტონიანი)მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, გულწრფელობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე office@ilgeorgia.ge
შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "აის ლენდ ჯორჯია"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
გისურვებთ წარმატებას!