Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

კომპანია "ევროპროდუქტი", ქართულ ბაზარზე, 20 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.

2014 წელს "ევროპროდუქტმა" თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 38 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.

"ევროპროდუქტი" ზრდას უწყვეტად განაგრძობს - გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტი პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერიოდულად მომსახურების სივრცეებში გეგმური და არაგეგმური ვიზიტების განხორციელება, მომსახურების პროცესზე დაკვირვება და პრობლემებისა და ხარვეზების გამოვლენა;
** სავაჭრო ობიექტ (ებ)ში სამუშაო ვიზიტის განხორციელებისას კომპანიის პროდუქციის სტანდარტების მიხედვით განლაგების მონიტორინგი.
** სავაჭრო ობიექტზე ვიზიტისას პროდუქციის რაოდენობების, ვადების და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი.
** სავაჭრო ობიექტზე თანამშორმლის სამუშაო გრაფიკის გადამოწმება, მისი სამუშაო უნიფორმის და დისციპლინის მონიტორინგი.
** სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, დადგენილი სტანდარტის მიხედვით თანამშრომლის ჩექ-ლისტით მიხედვით ყოველთვიური შეფასება.
** ხელმძღვანელ პირთან ყოველკვირეული რეპორტინგი ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
** მომსახურების სივრცეებისა და მასში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივის დაყენება, პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მომსახურების გამარტივებისა და განვითარებისთვის ტექნოლოგიების დახვეწის შესახებ იდეების გენერირება.
** კომპანიაში სარეალიზაციო პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა

აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. ერთ წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "ხარისხის კონტროლის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.