სს "ვიანი" - ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს რენტგენის ტექნიკოსის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იარაჯულის #8
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის მიღება და შესაბამისი მომსახურება;
** პაციენტის პირადი მონაცემების შეყვანა ელექტრონულ პროგრამაში და პაციენტთა აღრიცხვის ჟურნალში (გამოყენებული დოზების აღრიცხვა)
** კვლევის ოპტიმალური პროტოკოლის შერჩევა, გამოსახულების ხარისხის კონტროლი, მიღებული შედეგების დამუშავება;
** პაციენტის დაცვა არასასურველი დასხივებისაგან (მხოლოდ გამოსაკვლევი ობიექტის დასხივება);
** ექიმი რადიოლოგისთვის მიღებული შედეგის მიწოდება საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად;
** კვლევის შედეგების პაციენტისთვის მისაწოდებელი ასლების მომზადება;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კომპეტენცია რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში;
** სასურველია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ზოგად საკითხებში საშუალო მედპერსონალის გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსი;
** მე-7 სემესტრის სტუდენტი მედიცინის ფაკულტეტზე ან დიპლომირებული მედდა
სასურველია სამუშო გამოცდილება რენტგენო-ლაბორანტის პოზიციაზე.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:
** "იმედი-L"-ის დაზღვევას
** თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს
** "GPC"-ის და "ფარმადეპოს" აფთიაქებში ფასდაკლებებს
** "Fitpass"-ით სარგებლობის შესაძლებლობას
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2025.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: Jobs_tbh@vian.health. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "რენტგენის ტექნიკოსი".
სს "ვიანი" - ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში.
ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ვიანის (ს/კ 402295716) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ვიანის შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.