Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ქალები მომავლისთვის
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

ბიზნეს ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" 100-მდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ბიზნესლიდერ ქალს აერთიანებს და უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ეფექტურ ადვოკატირებას და კომუნიკაციას შესაბამის სუბიექტებთან.

ასოციაციის ძირითადი მისიაა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ადგილობრივ - სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის გზით წევრი სუბიექტების ინტერესების დაცვა. გარდა წევრების ინტერესების დაცვისა და ადვოკატირებისა, ფედერაცია ხელს უწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალის როლის გაძლიერებას და ქალ მეწარმეთათვის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთათვის განათლების, განვითარების და სწავლების უზრუნველყოფას ხელმძღვანელობის ყველა დონეზე.

ბიზნეს ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფედერაციაში არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების ანალიზის და შესაბამისი ინფორმაციის გენერირების საფუძველზე, მისიის შესაბამისი PR სტრატეგიის შემუშავება;
** ფედერაციის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვის სტრატეგიის დამუშავება და განხორციელება, ვებგვერდის და სოციალური ქსელების კონცეფციის შემუშავებისა და განვითარებისთვის, განსათავსებელი მასალების მომზადება და ეფექტური გავრცელება;
** ფედერაციის მიმდინარე სიახლეებსა და მის მიერ დაგეგმილი და/ან განხორციელებული აქტივობების შესახებ მასალების მომზადება და ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა მედია საშუალებებში;
** მედია მონიტორინგი და მედია საშუალებებთან ეფექტური კომუნიკაციის აწყობა; ფედერაციის საქმიანობიდან და აქტივობებიდან გამომდინარე მათთან თანამშრომლობა, მნიშვნელოვანი სიახლეების/ინფორმაციების მიწოდება;
** სხვადასხვა ადგილობრივ სამთავრობო, საერთაშორისო, კერძო, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე მასალების მომზადება და ინფორმაციის გავრცელება ;
** განსაზღვრული პერიოდულობით განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშების მომზადება და წარდგენა ფედერაციის მმართველ გუნდთან;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** ბიზნეს ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@w4t.online და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.