კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე დამხმარე მზარეულის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი).
ძირითადი მოთხოვნები:
** ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში;
** დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
** HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით;
** ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა თანამშრომლობის შემთხვევაში (არ უნდა ჰქონდეს მძიმე ვირუსული ინფექცია გადატანილი ბოლო 1 (ერთი) წლის მანძილზე).
ფუნქცია-მოვალეობები:
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, უფროსი მზარეულისაგან/მზარეულისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და კორექტულად შესრულება;
** მითითებული კერძ (ებ)ის (მათ შორის, სალათების), მომზადებისას კალკულაციისა და გრამაჟის დაცვა, მიმდინარე მენიუს შესაბამისად;
** მზა/დაჭრილი პროდუქციის მიწოდება გასაცემ ხაზზე დადგენილ დროში;
** ობიექტზე არსებული ინვენტარის ფრთხილად/სწორად მოხმარება;
** მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა გასაცემ ხაზზე;
** პროდუქტების, კერძოდ, ბოსტნეულის გამოსავლიანობის დადგენა;
** შესაბამისი ჟურნალების დროული და კორექტული წარმოება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
** HACCP სტანდარტის დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** მენეჯერული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** ტრანსპორტით მომსახურებას აუცილებლობის შემთხვევაში.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: დღეში - 62, 57 ლარი (დარიცხული);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"