შპს "მაქსთერმი", რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, ასევე სააბაზანოს პრემიუმ ავეჯის ხაზისა და კერამიკის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 149;
სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 ჰიბრიდული მოდელი (კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე დისტანციურად).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** ვიზუალური იდენტობის (ლოგოს, კორპორაციული სტილისა და ბრენდბუქის) შექმნა/კორექცია;
** ერთმანეთისგან განსხვავებული ბრენდებისთვის, პროექტებისა და პროდუქტებისთვის უნიკალური ვიზუალური სტილისა და კონცეფციის შემუშავება;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის კამპანიების ვიზუალური სტილის შემუშავება: გრაფიკული კონტენტის, ინფოგრაფიკების, პოსტერების, ილუსტრაციების, პრინტების შექმნა;
** სარეკლამო კამპანიებისთვის და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება;
** მოქაფებისა და სთორიბორდების აწყობა იდეების პრეზენტაციისთვის;
** ფოტომასალის დამუშავება;
** ფილიალებისა და მაღაზიების ვიზუალური კონცეფციის განახლება/შექმნა;
** ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ვიდეოების მონტაჟი;
** სტამბებთან კომუნიკაცია.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გრაფიკული დიზაინერი.