კომპანია "კაბა" არის ქართული დიზაინერული ბრენდი, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს მოდის ინდუსტრიაში. ჩვენს ბრენდს აქვს 3 ფილიალი, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის, უნიკალურ პროდუქციას და ექსკლუზიურ მომსახურებას. ჩვენს ქსელში ასევე შეხვდებით პარტნიორ ბრენდებს: გეფერინი, ოპალი, კალეისი, რატიანი, ოდელა, ბისერნათი, კავალსკი და სხვა.
პოზიცია: მოლარე- კონსულტანტი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო სივრცის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება;
** პროდუქციის გაყიდვაზე მაქსიმალური ზრუნვა.
მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი
** ანაზღაურება - 675 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (6 საათიანი ცვლა დღის მანძილზე
** დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
თუ თქვენ მოგწონთ მოდა და მომსახურების სფერო, ეს არის თქვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობა!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლის კმაყოფილება, ასევე მაღალი პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარება ვეძებთ კონსულტანტს, რომელიც გაიზიარებს კომპანიის სტანდარტებს და წვლილს შეიტანს შემდგომ ზრდაში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** მაღალი ანაზღაურება;
** -40% კორპორაციული ფასდაკლება;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** იდეების წახალისება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე - office@kabaofficial.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება -მოლარე- კონსულტანტი.