"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
"კავკასიის მედიცინის ცენტრში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.
გრაფიკი: 8 სთ-კვირაში 5 სამ. დღე
ანაზღაურება: (ფიქსირებული), 3750 ლარი (დარიცხული); + გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ყოველთვიური ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიოინჟინერიის სფეროში;
სამუშაო გამოცდილება:
** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო აპარატების/დანადგარებისა და ინსტრუმენტების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი პრობლემის დროული და ეფექტური მოგვარება
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანადგარების სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი
** სამედიცინო აპარატურის/დანადგარების სერვისისთვის საჭირო დეტალების შესახებ მოთხოვნის გაკეთება სამედიცინო აპარატურის შესყიდვის განყოფილებისთვის
** კომუნიკაცია ექიმებთან, სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და მოგვარების/შეკეთების ვადების მიწოდება
** აპარატების შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება (დაზიანებისა და მდგომარეობის შესახებ) და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება
ვეძებთ ადამიანს, ვისაც:
** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;
ჩვენი მხრიდან გპირდებით:
ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: careers@cmchospital.ge