Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შეკვეთების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: იაპონური რესტორანი ვასაბი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

იაპონური რესტორანი Wasabi-ვასაბი აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა, ენერგიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
** გამოცდილების არ მქონე პირებისთვის განიხილება ადგილზე შესწავლა და წარმატებულად თავის გართმევის შემთხვევაში დასაქმება.

მოვალეობები:

** ვოლტის აპლიკაციიდან შეკვეთების მიღება და პროგრამაში დადასტურება.
** მიღებული შეკვეთების დამზადების დროის კონტროლი, შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთასთან დაკავშირებით.
** ამ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

კომპანია გთავაზობთ:მეგობრულ გუნდში მუშაობას, განვითარების პერსპექტივას, კვებას, სახლამდე ტრანსპორტირებას.
გრაფიკი: 12:00-23:00. 2/2-ზე
ხელფასი: 75 ლარი სამუშაო დღე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ СV ფოტოსურათით მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე info@wasabi.ge

და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.