Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 16 მაისი

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ბიოგრაფი ლივინგ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური და საოპერაციო ანალიზის ჩატარება, შესაბამისი რეპორტების შექმნა და კომპანიის მმართველ რგოლთან წარდგენა;
** ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, კომპანიის საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა; შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა მენეჯმენტთან ერთად;
** კომპანიის ფინანსური და საოპერაციო მონაცემების პროგნოზირება;
** კომპანიის ფინანსური მოდელის მართვა და განახლება;
** ძირითადი ფინანსური უწყისების: მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების და ბალანსის მომზადება;
** კომპანიის ფინანსური აუდიტის პროცესის მხარდაჭერა;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა, კონტროლი;
** კომპანიის ძირითადი ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, უპირატესად ფინანსების განხრით;
** IFRS სტანდარტების და ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპების ფლობა;

სამუშაო გამოცდილება:

** კომპანიის სიღრმისეული ანალიტიკური სურათის შექმნის გამოცდილება;
** ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით კომპანიაში ცვლილების დაგეგმვის პრაქტიკა;
** ფინანსური მოდელების შემუშავების გამოცდილება;
** ექსელის თავისუფლად ფლობის უნარი და გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/J2ic5aUe


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.