უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "მპ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
მპ დეველოპმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. ის ამჟამად დაკავებულია საქართველოს რეგიონებში და თბილისში სავაჭრო მოლების განვითარებით. კომპანიას უკვე გააჩნია 13 ობიექტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აქტიურად მუშაობს ახალი კომერციული ობიექტების განვითარებაზე.
მპ დეველოპმენტის რიგით მე-14 ობიექტი შენდება ქალაქ თელავში. მისამართი: ალაზნის გამზირი #115
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ცენტრის სამეურნეო-ტექნიკური სისტემების გამართულად ყოფნის უზრუნველყოფა;
** დაზიანებული ინვენტარის აღდგენა-შეკეთება;
** სანტექნიკური სამუშაოების წარმოება;
** ტექნიკური მარაგების წარმოება;
** შესრულებული სარემონტო სამუშაოების კონტროლი;
** ელექტრო მეურნეობის გამართულად ყოფნის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ფართების ტექნიკურად გამართულად მუშაობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სანტექნიკური სამუშაოების გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა;
** ელექტრობის საბაზისო დონეზე ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მიმართულებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/fz1ljmgsoxp5zqv7?src=jobs.ge