Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: სამედიცინო შემთხვევების ოპერატორის პოზიციაზე.

გრაფიკი: 16სთ მორიგეობა, ყოველ მესამე დღეს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაცია ბილინგის პროგრამაში დადგენილი წესების შესაბამისად;
** პაციენტის გაწერის პროცესში მონაწილეობა, მედდისგან სამედიცინო დოკუმენტაციის მიღება;
** ისტორიის დახურვა ადმინისტრაციული კუთხით და კომპანიის პროგრამაში ასახვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება;
** ფინანსური და სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულისა და სიზუსტის შემოწმება;
** დადგენილი ფორმით და პერიოდულობით რეპორტინგი მენეჯერთან;

ანაზღაურება: (საათობრივი) 4.38 ლარი;

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;

ჩვენი მხრიდან გპირდებით: განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: careers@cmchospital.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.