m² უკვე 17 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
m² აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის მენეჯერის დამხმარეს (ოსტატის) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვასა და კონტროლში ჩართულობა;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის შესწავლა;
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
** ობიექტის სამშენებლო პროექტის დეტალების შესწავლა, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სტანდარტებისა და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესების გაცნობა;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლში ჩართულობა;
** ტექნიკური თვალსაზრისით პროექტების რისკების მართვაში ჩართულობა;
** ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების აზომვის შესწავლა;
** ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლში ჩართულობა;
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი; ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენის შესწავლა;
** მიკუთვნებული ინვენტარის მოფრთხილება და დაცვა;
** მშენებლობის მენეჯერისთვის წარსადგენად ყოველდღიური, თვიური და კვარტლური რეპორტის, ფორმა 2 -ის მომზადება;
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო მიმართულებით;
** საქმეთა მწარმოებლის დამხმარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვის და ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 15 მაისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. ჩემი უფლებების განხორციელებისთვის შემიძლია მივმართო შპს "მ2 ჯგუფს" ელ.ფოსტაზე: info@m2.ge
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.